აშშ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების ჩაშლას უარყოფს

„აშშ-მ კრეატიული იდეები წარადგინა და კორეის სახალხო რესპუბლიკელ კოლეგებთან კარგი მოლაპარაკებები გამართა“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მორგან ორტაგუსმა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის გუშინ გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის მთავარი მომლაპარაკებლის კომენტარი არ ასახავს შვედეთში გამართული 8 საათნახევრიანი მოლაპარაკებების „შინაარსა და სულისკვეთებას.“

ორტაგუსი ირწმუნება, რომ აშშ-ის დელეგაციამ წარადგინა ახალი ინიციატივები, რომლებიც მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას შეუწყობს ხელს. მან ხაზი გაუსვა მეტი ჩართულობის მნიშვნელობას იმ საკითხების გადასაჭრელად, რაც ორ მხარეს ჰყოფს.

„შეუძლებელია აშშ-მ და კორეის სახალხო რესპუბლიკამ ერთ შაბათს გადაწყვიტონ ომისა და საომარი მოქმედებების 70 წლიანი მემკვიდრეობისგან გამოწვეული პრობლემები. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია და ორივე ქვეყნიდან დიდ ვალდებულებებს მოითხოვს. აშშ-ს ეს ვალდებულებები გააჩნია“, - განაცხადა ორტაგუსმა.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს სამუშაო შეხვედრის ფორმატში შვედეთში, კუნძულ ლიდინგეზე, გუშინ შეხვდნენ. ჩრდილოეთ კორეის მთავარმა მომლაპარაკებელმა კიმ მიონ გილიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეწყდა, ვინაიდან აშშ-მ მათი მოლოდინები ვერ გაამართლა და „მოლაპარაკებების მაგიდაზე არაფერი დადო.“

ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა