რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ტარდება

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, რუსთაველი პედაგოგებისთვის, უფასო სამედიცინო აქცია ტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, პედაგოგებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმები პაპილომა ვირუსის და მამოგრაფიულ გამოკვლევებს უტარებენ. გამოკვლევის ჩატარება პედაგოგებთან ერთად სხვა პროფესიის ქალბატონებსაც შეუძლიათ.

აქციის მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად დაესწრო. რუსთავის მერმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რუსთავის მერიის ცნობითვე, სამედიცინო აქცია 5 ოქტომბრიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პაპილომა ვირუსის შემოწმება 40-დან 70 წლამდე ასაკის, მამოგრაფიული კვლევის ჩატარება კი 25-დან 60 წლამდე ასაკის პედაგოგებს შეეძლებათ.

სკრინინგ-აქცია რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივითა და ცენტრალური საავადმყოფოს მხარდაჭერით ტარდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს