საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები ეწვივნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4 დაცულ ტერიტორიას ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები სტუმრობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ექსპერტები ადგილზე ეცნობიან უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს.

„პირველად, საქართველოს ისტორიაში, 2019 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს. სწორედ აღნიშნული ექსპერტების მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიები ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.

ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

საქართველოს დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის. დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას. შესაბამისად, შერჩეულ ტერიტორიებზე მაღალკვალიფიციური და თანამედროვე კვლევების წარმოების ალბათობას.

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ტერიტორიებზე გავრცელებულია წითელი ნუსხის, რელიქტური და ენდემური სახეობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა