გერმანიის პრეზიდენტი - კარგია, რომ ისევ აღდგა საუბრის არხები საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საუბრის არხების აღდგენას მიესალმება. გერმანიის პრეზიდენტმა ამ საკითხზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის პრინციპი, რომლის გარეშეც ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება. შტაინმაიერმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აპირებს ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან და არსებულ ვითარებას გაეცნოს. რაც შეეხება საქართველოს მზაობას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, რომ გერმანია მხარს უჭერს ალიანსში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ, გერმანელებმა, ვიცით საქართველოს იმედებისა და მოლოდინების შესახებ. გერმანია მხარს უჭერს ალიანსში მიღებულ გადაწყვეტილებებს. პრაქტიკული თანამშრომლობა საზღვარგარეთ მიმდინარე მისიებშიც, მაგალითად, ავღანეთში, ბოლო წლებში კიდევ მჭიდრო გახდა. ასევე შეუცვლელი და მტკიცეა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხშიც. ჩემი ვიზიტის ფარგლებში თავად გავეცნობი სიტუაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან. კარგია, რომ ისევ აღდგა საუბრის არხები საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამასთან, საქართველო დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს და ამავე დროს აქვს თავისი პარტნიორების მხარდაჭერა. გერმანიისათვის ნათელია, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის პრინციპი, რომლის გარეშეც ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა