არჩილ თალაკვაძე ქუცნაშვილის განცხადებებზე ჩუგოშვილის მისამართით - ღიმილის გარეშე ასეთი ბრალდების დაშვებაც არ შეიძლება

ღიმილის გარეშე ასეთი ბრალდების დაშვებაც არ შეიძლება, თამარ ჩუგოშვილი ძლიერი ქალი პოლიტიკოსია, რომელსაც წარმატებული გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, წარმატებული მომავალიც, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" წამყვანის კითხვას, რომელიც თამარ ჩუგოშვილის მისამართით ყოფილი თანაგუნდელის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ეხება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მას არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩუგოშვილი საკითხს გულგრილად მოეკიდა.

"არ ვიცი, ცოტა ღიმილის მომგვრელია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება მიწევს. ეს არის წარმოუდგენელი, ჩემი აზრით, უბრალოდ ღიმილის გარეშე ასეთი ბრალდების დაშვებაც არ შეიძლება, თამარ ჩუგოშვილი ძლიერი ქალი პოლიტიკოსია, რომელსაც წარმატებული გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, წარმატებული მომავალიც. გვეამაყება, რომ დღეს საპარლამენტო გუნდში გვყავს ძლიერი პოლიტიკოსი ქალები, მათ შორის თამარ ჩუგოშვილი. მე არ მახსენდება, ამ ორი სამი წლის განმავლობაში არც ერთი შეთხვევა, როდესაც თამარ ჩუგოშვილი საქმეს უპასუხისმგებლოდ მოეკიდა, ან სახელწიფოს ინტერესებს მოეკიდა გულგრილად, ან რომელიმე რისკი არ შეაფასა", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თამარ ჩუგოშვილს გავრილოვის ვიზიტის დეტალებზე, მათ შორის გავრილოვის მიერ სხდომის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წაყვანის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

ინფორმაციისთვის, "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ჩუგოშვილის მისამართით მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ თამარ ჩუგოშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარების თაობაზე საქმის კურსში იყო.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა