დონალდ ტრამპი - თურქეთი თუ ისეთ რამეს გააკეთებს, რომელიც გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი მის ეკონომიკას

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებითა და ჩამოშლით ემუქრება, თუკი ანკარა დაშვებულ ზღვარს გადააბიჯებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„როგორც მე ერთხელ უკვე განვაცხადე და ახლა კიდევ გავიმეორებ, რომ თურქეთი თუ ისეთ რამეს გააკეთებს, რომელიც გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი თურქეთის ეკონომიკას, რაც ერთხელ უკვე გავაკეთე“ ,- წერს ტრამპი.

მისი თქმით, თურქეთი, ევროპა და სხვა ქვეყნები უნდა დააკვირდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებულ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს.

„აშშ-მა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე ელოდებოდა, მათ შორის 100 %-ით დაამარცხა „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ახლა, დროა, რეგიონში სხვებმა, ვისაც დიდი შესაძლებლობები გააჩნია, დაიცვან საკუთარი ტერიტრორიები“, - წერს დონალდ ტრამპი.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა