ივანე მაჭავარიანი - აჭარის რეგიონში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება

აჭარის რეგიონში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდებ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამები უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და უზრუნველყოფს წყალმომარაგების სისტემის, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას.

„KfW-ს მხარდაჭერით, 60 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიიმართება ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ხოლო დამატებით 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით გათვალისწინებულია ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 6-7 ნოემბერს, დაგეგმილია სამთავრობო კონსულტაციები, რომელზეც განიხილება გერმანიისა და საქართველოს შორის როგორც მიმდინარე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი