თამარ ზამბახიძე - ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო დღეს კორუმპირებულია

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სასამართლო დღეს კორუმპირებულია, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ზამბახიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რომან კაკულიას მიერ დასმულ კითხვას.

როგორც მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, სასამართლოები კორუფციული დანაშაულის მხრივ, გაკრიტიკებულები ვერ იქნებიან, რადგან მართლმსაჯულებას, „კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე კოლეგები ახორციელებენ“.

„შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ სასამართლო დღეს კორუმპირებულია. მე მგონი, არც ერთ საერთაშორისო შეფასებაში და აქტშიც ამაზე აქცენტირება, რომ კორუფციული დანაშაულის კუთხით, საქართველოს სასამართლოები გაკრიტიკებულები იყვნენ, ასეთი რამ ნამდვილად არ მახსენდება, იმიტომ რომ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე კოლეგები ახორციელებენ მართლმსაჯულებას“, - აღნიშნა ზამბახიძემ.

მისივე თქმით, ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვიანობა გაიზარდა, უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობამ იმატა.

„სასამართლოს დატვირთულობის კუთხით, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ დღევანდელ დღეს, შემიძლია მოკრძალებულად ვთქვა, რომ საზოგადოების ნდობა რომ არ გაზრდილიყო სასამართლოს მიმართ, მომართვა არ გაიზრდებოდა. საქმეთა შემოსვლამ სასამართლოში იმატა, რისი ინდიკატორიც, როგორც წესი, არის ნდობის გაზრდა. ამ კუთხით, ჩვენ დღეს ისევ ვართ გამოწვევის წინაშე სამივე ინსტანციაში. მე მიმაჩნია, რომ მოსამართლეთა რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ჩანიშვნის რიგითობას, ჩვენ ვნიშნავთ შემოსვლის მიხედვით. ისე არ ვაკეთებთ, რომ გუშინ შემოსული საქმე შემდეგ კვირაში გავიხილოთ და 6 თვის წინ შემოსულის ერთი პროცესიც ჩატარებული ჯერ არ იყოს“, - განაცხადა ზამბახიძემ და დასძინა, რომ „საქმეთა რაოდენობა იმდენია, მათი მართვა ძალიან გვიჭირს მოსამართლეთა ნაკლებობიდან გამომდინარე“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა