იენს სტოლტენბერგი - ვიმედოვნებ, რომ თურქეთი თავშეკავებულად იმოქმედებს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი თურქეთისგან თავშეკავებას ელოდება, რომელმაც ოთხშაბათს, სირიის ჩრდილოეთით, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა იტალიის პრემიერმინისტრთან ჯუზეპე კონტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთმა ნატოს სამხედრო ოპერაციის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთს გააჩნია კანონიერი წუხილის საფუძველი უსაფრთხოების სფეროში, რომელზეც საშინელი ტერორისტული თავდასხმები მოხდა.

ამავდროულად, ის გამოდის მოწოდებით, მოხდეს ისეთი ქმედებების თავიდან არიდება, რომლის გამოც, შესაძლოა, რეგიონში კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

„ვიმედოვნებ, რომ თურქეთი იმოქმედებს თავშეკავებულად და უზრუნველყოფს, რომ ჩვენ მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიღწეულ წარმატებას საფრთხე არ შეექმნას“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ის დარწმუნებულია, რომ ოპერაცია სირიაში იქნება ზომიერი და პროპორციული.

მსივე თქმით, ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტთან პარასკევს, სტამბოლში შეხვედრის დროს განიხილავს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს