ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა იგეგმება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიეტნამში საელჩოს გახსნას გეგმავს. გენერალური საკონსულოები გაიხსნება ასევე სან-ფრანცისკოში და სამხრეთ იტალიაში - ბარიში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განიხილეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ განაცხადა.

როგორც მოგვიანებით საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებთან განმარტა, აქცენტი იმ ქალაქებზე კეთდება, სადაც საქართველოს მოქალაქეთა კონცენტრაცია მაღალია.

"ვიეტნამთან სხვა პრიორიტეტები და ჩანაფიქრი გვექნება, მაგრამ ბარიში და სანფრანცისკოში არის საქართველოს მოქალაქეების მაღალი კონცენტრაცია, ასევე მიუხენში, სადაც ჩვენ საკონსულო პუნქტი გვაქვს, მაგრამ სხვა ფორმით ფუნქციონირებს და არის აუცილებლობა, რომ იქ გენერალურმა საკონსულომ დაიწყოს ფუნქციონირება,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა