დავით ზალკალიანი - ის, რომ ხვალიდან სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, სწორედ გიორგი გახარიას და ილჰამ ალიევის შეხვედრის შედეგია

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხრიდან მზაობა აღნიშნულ საკითხზე უკვე დაფიქსირდა.

„გრძელდება მუშაობა სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში. კარგადაა ცნობილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტების შეხვედრა, იყვნენ ადგილზეც, შეისწავლეს გარემოება, მოხდა რუკების დადარებაც. კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა ბაქოში და არის მზაობა, რომ შემდეგ უკვე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები საქართველოში გვეწვიონ და სწორედ აქ გაგრძელდება შემდგომი დისკუსია დელიმიტაციის ფარგლებში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან მიმოიხილა აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი საგარეო ვიზიტი და აღნიშნა, რომ დელეგაცია საქართველოში მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დაბრუნდა, რომელის მიხედვითაც ხვალიდან სასულიერო პირებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით და ეს ილჰამ ალიევისა და გიორგი გახარიას ორმხრივი შეხვედრიდან გამომდინარეობს. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო ყველა ძირითად მიმართულებაზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს გაგება ამ მიმართულებით. სწორედ ამ შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული სამონასტრო კომპლექსებისკენ მიმავალი გზა გაიხსნება. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ. გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა არის ძალიან მგრძნობიარე, საბჭოთა პერიოდიდან გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლის გადაწყვეტაც ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამიტომ მთავარია, რომ ის არსებული დაბრკოლებები, რომელიც ბოლო პერიოდიში წარმოიქმნა, დაუყოვნებლივ მოვხსნათ. კარგია, რომ ამ შეხვედრის შედეგად მივაღწიეთ ამას და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ და ყველა დაბრკოლება აღმოვფხვრათ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ხვალიდან დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება სამღდველოებისთვის, შემდეგ უკვე განიხლება შემდგომი ნაბიჯები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სივრცის გახსნა მომლოცველებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა