ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სადეპუტატო საქმიანობას უზღუდავს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

„ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია, ხოლო აღკვეთის ღონისძიება, რომელიც შეფარდებული აქვს, მას სადეპუტატო საქმიანობას უზღუდავს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ნიკა მელიას ძალადობისკენ არ მოუწოდებია. მისი მოწოდება პირიქით, მშვიდობაზე იყო აქცენტირებული, ამიტომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მელიას სიტყვებს და ძალადობრივ მოქმედებებს შორის არ არსებობს, ამიტომ ბრალდება არის აბსურდული“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას მოქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით.

„ამ შეფასებაზე ვრჩები, რომ ეს იყო პოლიტიკური შეცდომა. ხელისუფლებას, რომელიც ოპოზიციას 7 წელია აბრალებს არეულობას, არ უნდა მისცე ციტატა, რომელსაც შენს და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა