ნიკა მელიას ადვოკატი - პირადი წყენის ნიშნები ახასიათებდა მოსამართლეს, როცა განმარტებას აკეთებდა

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება და ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ ვერ შეძლო „გაეკეთებინა სამართლებრივი განმარტება და ნიკა მელიასთვის მოეხსნა უკანონო და არაკონსტიტუციური აღკვეთის ღონისძიება, რაც გამოიხატება მისთვის ელექტრონული სამაჯურის და პროკურატურის კეთილ ნებაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით".

„დღეს როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო ერთობლივად არიან ჩაბმული იმ ფერხულში, რასაც ჰქვია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა კონდახიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც მოსამართლე გიორგი კერატიშვილი განმარტებებს აკეთებდა, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მას „პირადი წყენა ეტყობოდა".

ნიკა მელიამ თავადაც დააფიქსირა პოზიცია. ერთი საკითხია მნიშვნელოვანი - მოსამართლე მთლიანად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ნიკა მელია არ დაემორჩილა მოწოდებას. მთავარი არგუმენტი რაც მოვისმინე არის ის, რომ იგი მე(მოსამართლემ) გავაძევე და შესაბამისად, ამის გამო არ ვიღებ გადაწყვეტილებას მასთან მიმართებით აღკვეთი ღონისძიების გაუქმების თაობაზეო. ერთადერთი რაც გავიგე იყო ის, რომ მე(მოსამართლეს) არ დამემორჩილა და ფაქტობრივად პირადი წყენის ნიშნები ახასიათებდა მოსამართლეს, როცა განმარტებას აკეთებდა. ეს ძალიან სამწუხაროა.

რაც შეეხება მტკიცებულებას, ნიშანდობლივია, რომ პროკურატურა მოწმეების სიიდან ამოღებას ცდილობდა იმ დაპატიმრებული ადამიანების, რომლებიც თითქოს ნიკა მელიას ხელმძღვანელობით ჩართული იყვვნენ ორგანიზებულ ძალადობრივ ქმედებებში. ცდილობდნენ, რომ ეს მოწმეები ამოეღოთ დაცვის მოწმეთა სიიდან და არ მოეყვანათ სასამართლო სხდომის დარბაზში. საბედნიეროდ, ამაში განისაზღვრა სასამართლოს გამბედაობა და აღნიშნული მოწმეები დაცვის მოწმეთა სიაში დატოვა", - განაცხადა კოდახიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს