საქალაქო სასამართლო ნათლულის მკვლელობაში ბრალდებული 82 წლის მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ნათლულის მკვლელობაში ბრალდებული 82 წლის მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სასამართლოს სხდომას ესწრება თავად ბრალდებული.

ამასთან, ბრალდებულის ადვოკატის, იმედა ქარქაშაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და მოკლულის ნათესაური კავშირის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ცნობისთვის, მკვლელობა 9 სექტემბერს, ორხევში, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი