აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კევინ მაკალინანი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„კევინ მაკალინანმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ სასაზღვრო დაცვის გაძლიერების კუთხით. მთავრობაში ყოფნის მრავალი წლის შემდეგ კევინმა ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარება და კერძო სექტორში გადასვლა გადაწყვიტა!“ - წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის ახალი შემსრულებელის წარდგენას მომავალ კვირაში გეგმავს. „ძალიან ბევრი ბრწყინვალე კანდიდატი გვყავს“, - დასძინა ტრამპმა.

კევინ მაკალინანო აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელად აპრილში მას შემდეგ დაინიშნა, რაც დონალდ ტრამპმა საშინაო უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობიდან კირსტენ ნილსენი გაათავისუფლა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს