საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორებმა „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის“ პერსონალს პირველადი დახმარების ტრენინგები ჩაუტარეს

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორებმა გადაუდებელი დახმარების შესახებ სწავლება „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის“ მასწავლებლებსა და უსაფრთხოების დაცვის წევრებს ჩაუტარეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსმენელებმა ტრენინგების საშუალებით მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაეხმარონ დაშავებულს სასწრაფოს ეკიპაჟის მისვლამდე, გონების კარგვის, გულის გაჩერების, ტრავმის მიღების, სასუნთქი გზების დახშობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში.

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სწავლება ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შესაბამისი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა