sova.news  - ლარსის საბაჟოზე რუსეთიდან სომხეთში მიმავალ გადამღებ ჯგუფს არ ატარებენ, ერთ-ერთი მანქანის ზედმეტად „სამხედრო შეფერილობის“ გამო

ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან მიმავალ გადამღებ ჯგუფს არ ატარებენ. ინფორმაციას sova.news ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სანკტ პეტერბურგიდან ჟურნალისტთა და ოპერატორთა ჯგუფი საქართველოს გავლით სომხეთში მიემგზავრება დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. ჯგუფის წევრების განცხადებით, სომხეთში ისინი ორი მანქანით მიემგზავრებიან, მათ შორის ერთ-ერთი, 1957 წლის ვაზ-69-ა. „მესაზღვრეები სწორედ ამ მანქანის ქვეყანაში შეშვებაზე ამბობენ უარს,“-აცხადებს რეჟისორი.

„მესაზღვრეებმა გადაწყვიტეს, რომ მანქანას ზედმეტად სამხედრო შესახედაობა აქვს. თავიდან გვითხრეს, რომ თბილისის გავლით ამ მანქანით ვერ გავივლიდით. მერე გვითხრეს, რომ თუ მანქანის გარე შეხედულებას შევცვლიდით, შესაძლოა გავეშვით. დავიწყეთ მანქანის სპეციალური ცარცით მოხატვა. ამის შემდეგ გამოჩნდა უფროსობა, რომლმაც სხვანაირი საუბარი დაიწყო, გვითხრა, რომ უკან უნდა გავბრუნებულიყავით. ყველა კითხვაზე გვპასუხობდა „დაუკავშირდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს”, - განაცხადა ჯგუფის წევრმა, ანტუან კატინგმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჯგუფის 4 წევრი თბილისიდან 90 კილომეტრში იმყოფება, ხოლო ოპერატორი, რომელსაც მანქანა მოჰყავდა, ვლადიკავკაზში გაბრუნდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი