შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა

შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ დასრულდა.

ფესტივალში, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალ allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს როგორც დიდმა კომპანიებმა, ასევე მცირე მარნებმა და სტარტაპებმა.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით, ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანმა შეძლო გართობა.

ფესტივალი გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა. ამის შემდეგ სცენა ანსამბლმა „შვიდკაცამ“ დაიკავა. ფესტივალის სასცენო პროგრამა სამ ეტაპად იყოფოდა: დღის პირველ ნახევარში ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შესრულდა ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა: „თორდა“, „ადილეი“, „მარუა“, „რანინა“ და ცეკვის ანსამბლები. მესამე ნაწილში კი სცენა დაიკავეს ისეთმა ბენდები, როგორიცაა: რეზო და ბავშვები და ელის ბენდი.

ასევე, წიგნის მოყვარულებს „პალიტრა L“-მა მისცა შესაძლებლობა, ამერიკელი მწერლის ელის ფეირინგის წიგნის - „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენას დასწრებოდნენ.

ამასთან, ჩატარდა გასართობი შოუები, თეატრალური და ცეცხლოვანი შოუს, ოჩოფეხების, მიმების, ბენდების, ცეკვის ანსამბლებისა და ფოლკლორული ჯგუფების, ასევე დრამების შოუს მონაწილეობით.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალმა წელს ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო, რადგან ამ ფესტივალის გამო საქართველოში უკვე სპეციალურად უცხოეთიდან ჩამოდიან.

„სწორედ ეს ფესტივალია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამ ადგილზე მთელი დღის განმავლობაში თავს იყრის უამრავი უცხოელი და სწორედ ისინი არიან ასე ვთქვათ, ჩვენი ღვინის ელჩები საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამიტომ, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა დღეს“, - განაცხადა „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ის ორგანიზატორმა, ანანო თავხელიძემ.

იხილეთ ვიდეო: შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" გაიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა