ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპის განცხადებები რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეუსრულებელია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადება, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, შეუსრულებელია, თუმცა, მისი თქმით, მოსკოვში ამას გაგებით ეკიდებიან - თავისი სიტყვების რეალიზების საშუალებას ამერიკის პრეზიდენტს შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი არ აძლევს.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რას და როგორ ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბატონი ტრამპი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე. ჩვენ ვიცით, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, მან ნორმალიზების შესახებ განაცხადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ამ დრომდე არ მომხდარა. თუმცა, ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რა ხდება შტატების შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში და შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი მოქმედ პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას გადადგას ნაბიჯები რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობის კარდინალურად შესაცვლელად“, - განაცხადა პუტინმა ტელეკომპანიებთან - Al Arabiya, Sky Nеws Arabia и RT Arabic-თან ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის შეტყობინებებს „ტვიტერში“ არ კითხულობს. თუმცა, პერიოდულად მის შინაარსს აცნობენ.

„მე პირადად არ მაქვს არავითარი „ტვიტერი“ და თვალს ვერ ვადევნებ“ ,- განაცხადა პუტინმა კითხვაზე, ადევნებს თუ არა თვალს, რას აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი „ტვიტერში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა