ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ბრალდებული აღიარებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, თუმცა მიზანი მხოლოდ შეშინება იყო

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის ლარისა ჩადუნელის განცხადებით, ბრალდებული აღიარებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, თუმცა მიზანი მხოლოდ შეშინება იყო.

ამასთან, მისივე თქმით, ბრალდებული განმარტავს, რომ საბრძოლო იარაღი ასევე შესაშინებლად ჰქონდა.

„მან თქვა, რომ ისროლა ნამდვილად, მაგრამ არ უსვრია მიზანმიმართულად არ უსვრია ყოფილი მეუღლის მიმართულებით. მან ესროლა იატაკს და ისროლა შესაშინებლად“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი შვილებს ეხებოდა.

„მოგეხსენებათ, მოხდა შელაპარაკება, მის არასრულწოვან შვილებს ეხებოდა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, რამდენჯერმე ჰქონდათ მათ შეხვედრა, რამდენჯერმე ჰქონდათ კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განმარტავს ადვოკატი.

მისივე თქმით, ბრალდებული სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება.

„იმ მძიმე შედეგიდან გამომდინარე, ის ძალიან მძიმე, სტრესულ მდგომარეობაშია. აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების უკვე ამ საშინელ შედეგს“ , - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გორის სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო: "ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მას შემდეგ, რაც დეკანოიძეს პატიმრობა შეეფარდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა