თენგიზ ცერცვაძე - უნდა გამოვავლინოთ ისინი, რომლებმაც არ იციან, რომ შიდსი აქვთ და ყველა მათგანი C ჰეპატიტისგან განვკურნოთ

საქართველოში შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი - 98.7 % აქვს, ხოლო შიდსით დაავადებულებში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 95.6 %-ია. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ საერთაშორისო კონფერენციის „C ჰეპატიტის მირკოელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში" დაწყებამდე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამოვლენილ შიდსით დაავადებულებში, C ჰეპატიტი აღმოფხვრილია, თუმცა, სახელმწიფომ ახლა უნდა იზრუნოს შიდსით დაავადებულების აღმოსაჩენად.

„შედეგები ჯერჯერობით კარგია. თუ C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებლები გვაქვს მსოფლიოში სარეკორდო, 98.7%, შიდსით ავადმყოფებში ეს დაბალია, მაგრამ 95,6 % -ი შიდსიანებისთვის მაღალი მაჩვენებელია. ინტენსიურად უნდა გამოვავლინოთ შიდსით ავადმყოფები. ახლა პრობლემაა ისინი, ვინც არ იცის, რომ შიდსი აქვთ. ისინი უნდა გამოვავლინოთ და ყველა მათგანში C ჰეპატიტი განვკურნოთ. ესაა ამ პროგრამის მიზანი,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ფართომასშტაბიან ელიმინაციაში მიკროელიმინაციები ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიას წარმოადგენს.

ცერცვაძის ინფორმაციით, შიდსით დაავადებულთა შემდეგ მიკროელიმინაციის პროგრამა პატიმრებს, ჰემოფილიით ავადმყოფებს, დიალიზზე მყოფებსა და ინტრავენულ ნარკომანებს მოიცავს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა