გიორგი გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის, მცხეთა კი ქართული ისტორიის სიმბოლო

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა კი არის ქართული ისტორიის სიმბოლო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ამბიონიდან მოქალაქებისთვის მიმართვა.

„დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია დღეს მქონდეს საშუალება აქედან მოგილოცოთ, გილოცავთ,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს