ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროსთან 28-ე დღეა დევნილები აქციას მართავენ და საცხოვრებლებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

ერთ-ერთ დევნილს გაგრიდან, თენგიზ ცინდელიანს, უწყების წინ კარავი აქვს გაშლილი. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მანამ არ დატოვებს კარავს, ვიდრე თითოეული ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მისივე თქმით, აღნიშნული 59 ოჯახიდან არც ერთს არ მიუღია ბინა და რაიმე ფულადი დახმარება, გარდა მიზერული 45 ლარისა.

„ზოგიერთი ნათესავთან ცხოვრობდა, ჩვენ მაგალითად, ქირით ვცხოვრობდით, მაგრამ ყველას თავისი ჭერი ხომ უნდა. ხედავთ, თბილისში რაც ხდება. ბინის ქირა იზრდება და ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ გადავიხადოთ. სამინისტრო ვითომ იწყებს ხოლმე გადახდას, მაგრამ მერე რაღაც გამოსავალს ეძებენ სათავისოდ, რომ შეწყვიტონ გადახდა", - აღნიშნა ცინდელიანმა.

მისივე თქმით, დევნილებმა მინისტრს 6- პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს, თუმცა „მან დევნილებთან პირადად შეხვედრა არ ისურვა“.

„მოადგილეები გამოგვიგზავნა, მაგრამ ისინი რასაც ამბობენ, არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ამ ქულებს და კრიტერიუმებს ისე ათამაშებენ, როგორც უნდათ. საქართველოს კანონმდებლობაში წერია, რომ ყველა დევნილი სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს ბინით. ამას არ აკეთებენ. მანამ არ შევწყვეტთ აქციას, სანამ კანონით რაც გვეკუთვნის, არ მივიღებთ", - განაცხადა ცინდელიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე