ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი - არც ჩემი და არც მინისტრის კომპეტენცია არ არის, რომელ დევნილს უნდა გადაეცეს ბინა

არც ჩემი და არც ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენცია არ არის, რომელ დევნილს უნდა გადაეცეს ბინა, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, გიორგი წოწკოლაური დევნილების მოთხოვნას, რომ სამინისტრომ უზრუნველყოს დევნილების მთავარი მოთხოვნა და გადასცეს საცხოვრებელი ბინები.

წოწკოლაურის განცხადებით, ბინები გაცემის კომპეტენცია ეკესირება უწყებათაშორის კომისიას, რომელიც მსჯელობს დევნილების მდგომარეობაზე და ამის მიხედვით ანაწილებს ბინებს.

„დევნილების მოთხოვნა, რომ პირადად ჩემგან მიიღონ განმარტება, რატომ არ მოხდა, რომელიმე დევნილზე ბინის გადაცემა ან რატომ გადაეცა, ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მათ პასუხი უნდა მოსთხოვონ კომისიას. კომისიაში შედიან: სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობის, ვეტერანთა დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მე მათთვის ბინების გადაცემაზე პასუხისმგებლობას ვერ მოვისხნი, რადგან ამ კომისიის წევრი მეც ვარ“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთან 28-ე დღეა დევნილები აქციას მართავენ და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს