ეკონომიკის  სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც „ინტერპრენიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გავრცელებული ინფორმაცია ნათია თურნავას შესაძლო გადადგომის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და არის ტყუილი, ცრუ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2019 წლის 18 აპრილს გახდა. დღეს, „ტვ პირველმა“ დავით ჭიჭინაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურნავა პოსტიდან მიდის.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი