თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ქურთებმა დაცალეს ციხე, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები იმყოფებოდნენ

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ ქურთებმა დაცალეს ციხე, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები იმყოფებოდნენ, და პატიმრები გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, რეგიონში, სადაც თურქეთი „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას აპირებს, მხოლოდ ერთი საპყრობილე არსებობს ისეთი, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები იყვნენ დაპატიმრებული.

„როგორც იცით, არის საპყრობილეების საკითხი. ჩვენს რეგიონში მხოლოდ ერთი ციხე იყო, და როდესაც იქ მივედით ვნახეთ, რომ ქურთული შენაერთების მიერ დაცლილი იყო და და იქ დაკავებული „ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები“ გატაცებული ჰყავდათ. ჩვენ ეს ფოტოებისა და ფილმების საფუძველზე გავარკვიეთ და ჩვენს პარტნიორებს ამის შესახებ ვესაუბრეთ,“ - განაცხადა ჰულუსი აკარმა ჟურნალისტებთან საუბარში.

რეგიონის ქურთული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აინ ისაში მდებარე ბანაკიდან „ისლამური სახელმწიფოს“ 785 მებრძოლი გაიქცა. დიდ ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია კი იუწყება, რომ აღნიშული ბანაკიდან 100 ადამიანი გაიქცა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ ინფორმაციებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების გაქცევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და „დასავლეთის პროვოცირებას“ ემსახურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა