კანონპროექტი, რომელიც 12 წლამდე ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, დღეს ბიუროს წარედგინება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება, რომელიც 12 წლამდე ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს, უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის, ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას.

კანონპროექტის ავტორები საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები არიან, პარლამენტში კი ცვლილებების ინიცირებას დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ახდენენ.

ცვლილებების ავტორი ორგანიზაციების შეფასებით, დღევანდელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბავშების დაცვას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რის გამოც ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

„ბავშვებს სჭირდებათ დამატებითი დაცვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რასაც საბავშვო სამგზავრო სავარძელი უზრუნველყოფს.

მოგახსენებთ, რომ 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 16 წლამდე დაშავდა 1012 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 21. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს 12 წლამდე ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება, რაც 70%-მდე ზრდის ბავშვის გადარჩენის შანსს“, - მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და სუფთა ტრანსპორტისთვის (EASST)“, „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი“, „იარე ფეხით“, ფონდი "ელი", „ურბანული ლაბორატორია“, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, „ჰაბ ჯორჯია“, ასევე ავტომრბოლელი და ექსპერტი მევლუდ მელაძე.

იხილეთ ვიდეო: კანონპროექტი, რომელიც 12 წლამდე ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, დღეს ბიუროს წარედგინება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა