ეკატერინე ტიკარაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, ჩეხურმა მხარემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სისტემის მართვის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ჯანდაცვის სამინისტრო წლებია აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით.

სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის გახსნაა დაგეგმილი. ასევე დაწყებულია ბავშვთა პალიატიური დაწესებულების მშენებლობა. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი თბილისში რამდენიმე დღეში დაიწყება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა