გიორგი ბახტურიძე - მივმართავთ პროკურატურას, გამოიძიოს თამბაქოს ინდუსტრიის ურთიერთობები თანამდებობის პირებთან, მათ შორის ბიზნესომბუდსმენთან

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, მის ორგანიზაციას აქვს ეჭვები, რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანია "ფილიპ მორისი" ქართველ პოლიტიკოსებს "ყიდულობს", რომლებიც მასთან გარიგებაში არიან.

ამის შესახებ ბახტურიძემ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბახტურიძის თქმითვე, პარლამენტში ბიზნესომბუდსმენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ის თამბაქოს ინდუსტრიას ლობირებს.

"გახურებადი თამბაქოსთვის იბრძვის "ფილიპ მორისი" და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდენს მის პოპულარიზაციას და ყიდულობს პოლიტიკოსებსაც, მათ შორის საქართველოშიც. მე ვერ დავასახელებ პიროვნებებს, თუმცა იმდენად ლობირებს ამ პროცესს ბიზნესომბუდსმენი და მისი აპარატი, რომ საკმაოდ სერიოზული ეჭვები გვაქვს, რომ ისინი არინ გარიგებაში ამ ბიზნესთან. ჩვენ გვაქვს პარლამენტში ბიზნესომბუდსმენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები და მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ასეთ ჩარევას, ბიზნესომბუდსმენი ლობისტი გამოდის თამბაქოს ინდუსტრიის.

ამიტომ ჩვენ მივმართავთ მთავარ პროკურორს, გამოიძიოს თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების ურთიერთობები მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ბიზნესომბუდსმენთან, მოადგილეებთან და აპარატის თანამშრომლებთან.

ამავდროულად, ეჭვებს აღძრავს ის ფაქტიც, რომ მთავრობას ჰქონდა ვალდებულება გასული წლის ივნისში დაემტკიცებინა სპეციალური დადგენილება, რომლითაც გაწერილი იქნებოდა, რა ვითარებაში შეიძლება ჰქონდეს კონტაქტი თამბაქოს ინდუსტრიას მაღალი თანამდებობის პირებთან",- განაცხადა ბახტურიძემ.

გარდა ამისა, "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე პრემიერ გიორგი გახარიას თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალეობის დოკუმენტის მიღების მოთხოვნით მიმართავს.

"გიორგი გახარიას მივმართავთ და კატეგორიულად მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში უკვე შედგენილი, ყველა უწყებასთან შეთანხმებული თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალეობის დოკუმენტი იყოს მიღებული, რაც ყველა ნიუანსს დაარეგულირებს", - განაცხადა ბახტურიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა