ზაზა გაბუნია - უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და სწორედ უსახლკაროთა საკითხებზე, მოქალაქეთა ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა და გამოწვევა, სოციალური მოვლენა და მას სჭირდება ადექვატური რეაქცია სახელმწიფოს მხრიდან.

ამისთვის კი საჭიროა გაანალიზდეს და დადგინდეს უსახლკარობის, როგორც პრობლემის მასშტაბი და გამომწვევი მიზეზები, იმისთვის რომ გაირკვეს უსახლკაროთა რაოდენობა, მათ შორის ამ საფრთხის წინაშე მდგარ პირთა რაოდენობა.

საჭიროა შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის, განისაზღვროს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, გამოიკვეთოს სტრატეგიაში როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალური ხელისუფლების როლი.

ამ სამუშაოს ვიწყებთ უახლოეს დღეებში და მე მოხარული ვარ, რომ დიდია კოლეგების ინტერესი და სურვილი მონაწილეობა მიიღონ ამ მნიშვნელოვან პროცესში.

ეს არის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა სიცოცხლის უფლებასთან, მათი ჯანმრთელობის უფლებასთან და ამ საკითხს უკავშირდება მთელი რიგი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხებისა.

ჩვენ 2017 წელს ავიღეთ კონსტიტუციური ვალდებულება ადამიანის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, ხოლო 2018 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებით 2021 წლისთვის საქართველოს უნდა გააჩნდეს ამ პრობლემის აღმოფხვრის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას აზრით, თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში შესაძლებელია, რომ ეს ვალდებულება გაცილებით ადრე იქნას შესრულებული და პარლამენტში ჩატარებული სამუშაოს შემდეგ, მთავრობასთან ერთად განისაზღვროს ეფექტური პოლიტიკა ამ სოციალური პრობლემის დაძლევის მიზნით.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის