5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, გორის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის პროკურორის, ნათია კიკალიას თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობდა და შესაბამისად, ბრალდებულს სწორედ აღნიშნული მუხლით წარედგინა ბრალი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილი გულისხმობს ძალადობის გარეშე, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა, წინასწარი შეცნობით, თავის სახლსა და დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, 5 წლის ასაკის ბავშვის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა გარყვნილი ქმედება.

ფაქტი კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაზარალებულის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ქეთი გაგოევი იცავდა, თუმცა, გაგოევის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მცირეწლოვანია, საქმის მასალებსა და სხვა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა