ხაშურის სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით, მშობიარისა და ჩვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა იყო

შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორი, კახა ხელაძე ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების პირველად მიზეზებს განმარტავს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი დაღუპვის მიზეზი მედპერსონალის მხრიდან „მათი მდგომარეობის შეფასებისა და გადაწყვეტილების ნაწილში გადაცდომა იყო“.

კახა ხელაძის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს როგორც კლინიკის შიდა სამსახურის მხრიდან, ისე სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მხრიდან, თუმცა საბოლოო დასკვნამდე, იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც აღნიშულ პროცესში მონაწილეობდა, სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუწყდება.

როგორც მან აღნიშნა, მედპერსონალმა, რისკების შეფასების დროს, იჩქარა გადაწყვეტილების მიღება.

„ხაშურის ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას.

ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას - ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა. გარდა ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახურისა, ამ ფაქტს სწავლობს სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც, რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და დაველოდებით მათ საბოლოო დასკვნებსაც, თუმცა დასკვნებამდე უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნულ პერსონალს სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუჩერდეთ. საქმიანობა შეუჩერდება უშუალოდ იმ ექიმს, რომელმაც პროცესში მიიღო მონაწილეობა და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ცნობისთვის, ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ. აღნიშნული ორსულობა ახალგაზრდა ქალისთვის მეხუთე იყო.

იხილეთ ვიდეო: "ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა" - ხაშურის სამშობიარო სახლის დირექტორი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა