კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი ამ ღამით დამთავრდება

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი ამ ღამით დამთავრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირი “პიქსელის” შენობიდან არაყიშვილი-თამარაშვილის კვეთამდე გაიხსნება.

„თუ როგორი იქნება მოძრაობის სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გადის ვიდეო კლიპები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები დამთავრებულია, კონკრეტულ მონაკვეთებზე პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს, როგორც ბორდიურების მოწყობით, ასევე ტროტუარები, ახალი განათების ბოძები, თავისი გამწვანებით - ეს სამუშაოები პარალელურად გაგრძელდება. შემდეგი ეტაპი უკვე არის ის, რომ თვის ბოლომდე უნდა დამთავრდეს არაყიშვილის ქუჩიდან რიგის ქუჩამდე და ეტაპობრივად მივდივართ იქამდე, რომ ვაკის პარკამდე არსებული სამუშაოები რაც შეიძლება დროულად და სწრაფად იქნეს შესრულებული“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი