მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძე ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავი არ დაიზიანოს

მამუკა ხაზარაძე ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავი არ დაიზიანოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, ის „მონაჭორსა“ და ფაქტებს შორის ფაქტებზე აკეთებს არჩევანს. „ ფაქტი კი არის ის, რომ ანაკლია სახელმწიფოს პრიორიტეტია, რაც კონსტიტუციაშიც ჩაიწერა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„ტყუილითაც კი, რომელიც გუშინ თქვა, თითქოს ეუბნებოდნენ შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდოდათო, ამითაც თავს იზიანებს. სოციალურ ქსელში ადამიანები წერდნენ, სად იყო ამდენი ხანი, ახლა გაახსენდა, როცა დასჭირდაო. ათას არარეალურ გარემოებას ვაწყდებით და როდესაც დასკვნის გამოტანა მიწევს, ფაქტებსა და ვიღაცის მონაჭორს შორის, მე ფაქტებს ვენდობი. როდესაც ადამიანი იმასაც ვერ ახერხებს, რომ ტყული ისე მოიფიქროს, თავი არ დაიზიანოს, ეს არის გასაკვირი ამ ადამიანის მხრიდან.

ფაქტია, ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ანაკლია არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. ფაქტია, რომ სახელმწიფო დღესაც ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მათ ამ პროექტის განხორციელებაში. ფაქტია, რომ თავის დროზე ამ ადამიანებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ ამისთვის. ფაქტია, რომ მათ არაერთხელ მოსთხოვეს სახელმწიფოს გადავადება, არ შეასრულეს ვალდებულება, მაშინ, როდესაც არც პროკურატურა და არც მსგავსი სპეკულაციები არაფერ შუაში იყო. ეს არის ფაქტები და ის, რომ ვიღაცამ უთხრა : „ვაიმე, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში” - ეს არის ჭორაობა და ტყუილი”,-აცხადებს მდინარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა