სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთიანდება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთიანდება, - ამის შესახებ ცვლილებები ორგანულ კანონში „საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის მიხედვით, გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფა აღარ იქნება თბილისის საკუთარი უფლებამოსილება. გარდა ამისა, ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რეორგანიზაციის გზით, მიუერთდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

როგორც საკითხის მომხსენებელმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ განაცხადა, მართვის ერთიანი სადისპეჩერო საგანგებო სიტუაციებისა თუ სხვადასხვა შემთხვევის დროს იქნება მოქნილი.

„ერთიანი სადისპეჩერო მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთიანი ქუდის ქვეშ, ერთიან მენეჯმენტში მოხდეს უფრო ადრე და დროულად დახმარების გაწევა ჩვენი თანამემამულეებისთვის“, - აღნიშნა ბოხუამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა