აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობის დასატოვებლად ერთსაათიან ვადას აძლევენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აფხაზეთიდან დევნილები სამინისტროსგან ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა.

„ერთი თვეა ველოდებოდით მინისტრის ჩამოსვლას. 27 წელი გავიდა და რით ვერ დავაკმაყოფილეთ კრიტერიუმები?! დღეიდან მოვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას. ჩვენ მინისტრს ერთ საათს ვაძლევთ ვადას და თუ არ ჩამოვა, ჩვენ ავალთ”, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციაზე იმყოფება ,,ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია. მისი განცხადებით, მინისტრი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს.

„ჯანდაცვის მინისტრი ყურადღებას არ აქცევს ამ ხალხს. ამ ქვეყანაში რეალურად არის „ამაოების ბაზარი” . ხელისუფლებას არ აინტერესებს ხალხი და მისი პრობლემები. ისეთი მინისტრი, როგორიც ტიკარაძეა, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროტესტი არ უნდა შეწყდეს. რა უნდა ველაპარაკო ადამიანს, რომელმაც 30 დღის განმავლობაში დევნილები ქუჩაში დაყარა“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა