წნორში სასწრაფო დახმარების ცენტრი შენდება

ქალაქ წნორში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა დაათვალიერა.

სიღნაღის მერიის ინფორმაციითვე, ერთსართულიანი შენობა სასწრაფო დახმარების 3 ჯგუფზე იქნება გათვლილი და მთლიან მუნიციპალიტეტს მოემსახურება. პროექტი ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მასზე 341 367 ლარია გათვალისწინებული.

სამშენებლო სამუშაოები 18 სექტემბერს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე