საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ქედაში შეხვდნენ, ახალი ტექნიკა დაათვალიერეს და ინსპექტორებს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. მინისტრის მოადგილე გაეცნო იმ სიახლეებს, რაც ზედამხედველობის დეპარტამენტში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

„საქმიანობის მასშტაბურობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე დეპარტამენტში საშტატო რიცხოვნობა 100%-ით, 45-დან 90 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა. თითოეული თანამშრომელი აღიჭურვა შესაბამისი უნიფორმით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით. ზედამხედველობის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოსცა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ინსპექტორებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 15 ახალი ავტომობილი უკვე ემსახურებათ. ტექნიკის ნაწილი, 10 ერთეული Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილი, რეგიონებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე გადანაწილდა. ზედამხედველობის დეპარტამენტი შენობა-ნაგებობებში არსებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ამოწმებს. ასევე, განიხილავს სამშენებლო პროექტებს და გასცემს მშენებლობის შესაბამის ნებართვებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. დეპარტამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება საკონსულტაციო შეხვედრების ოთახის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით. ასევე, დაწყებულია ზედამხედველობის სისტემის გაელექტრონულების პროცესი. დაინტერესებული პირებისათვის/ორგანიზაციებისათვის უკვე ამოქმედებულია დეპარტამენტის ცხელი ხაზი - (0322 41) 4112. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების პრევენცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დეპარტამენტის ეფექტურობას და ქვეყანაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა