აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრა სცადეს

აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შეჭრა სცადეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აქციას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ შეხვდება და მათ მოთხოვნებს არ მოისმენს.

აქციის მონაწილეები ამჟამად სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და კვლავ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მანამდე აქციის მონაწილეებმა მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ერთსაათიანი ვადა მისცეს, რათა თანამდებობა დაეტოვებინა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში შეჭრა სცადეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა