"ივენთ ჰოლში"  სტრატეგია "აღმაშენებლის" თემატური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ეხება

"ივენთ ჰოლში" სტრატეგია "აღმაშენებლის" რიგით მეორე თემატური პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგიის იდეის ავტორმა და "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას გეგმა წარუდგინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეიქმნას უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მოსახლეობას იმ პრობლემებს აარიდებს თავიდან, რაც დღეს ამ მიმართულებით არსებობს.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში მათ შეიმუშავეს ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ორ მთავარ პრინციპზე დგას. პირველი, ეს არის პაციენტზე ზრუნვა და მეორე-ექიმების მაქსიმალური მხარდაჭერა.

პრეზენტაციაზე როგორც დაინტერესებული მოქალაქეები ასევე დარგის სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნული გეგმა შეაფასეს.

სტრატეგია "აღმაშენებლის" გუნდი საზოგადოებას ყოველკვირეულად ქვეყნის განვითარების თემატურ გეგმებს წარუდგენს.

სტრატეგიის ავტორების ინფორმაციით, საქართველოს პროგრესული წინსვლის პროექტი 20 ყველაზე განვითარებული ქვეყნის მაგალითზე შეიქმნა და მასზე სტრატეგიის გუნდთან ერთად, 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა