სერგო ჩიხლაძე სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში წარმოდგენილ ჯანდაცვის ახალ ქართულ მოდელზე - ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს მთავრობის არაერთ გზის დადგენილებაშიც და დაპირებაშიც არის ასახული. ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა სერგო ჩიხლაძემ, სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში წარმოდგენილ ჯანდაცვის ახალ ქართულის მოდელის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თქმით, დღევანდელ პრეზენტაციაში ჯანდაცვის ახალი ქართული მოდელის ვარიანიტი განიხილეს. მისი განმარტებით, აქცენტი კეთდება პირველად ჯანდაცვაზე, წამლის ფასზე და ხარსიხზე, ასევე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე და ელექტრონული ჯანდაცვის ფართომასშტაბიან დანერგვაზე საქართველოში. „ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს 2014 წლიდან მთავრობის არაერთ გზის დადგენილებაშიც და დაპირებაშივ არის ასახული. პირველ რიგში, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, წამლის ფასის შემცირებისაკენ და წამლის ხარისხისა და უსაფრთხოების გაზრდისაკენ და ასევე პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისაკენ. ეს გულისხმობს ადრეულს სტადიაზე დაავადებების დიაგნოსტიკას ან საერთოდ პრევენციას, რაც წინაპირობა იქნება იმის, რომ ადამიანები ნაკლებად იავადებენ, ნაკლებ თანხას დახარჯავენ დაავადებების მკურნალობაზე და რაც მთავარია, მეტი თანხა დაიზოგება უფრო მძიმე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ”,-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე