მაიკ პენსი და მაიკ პომპეო თურქეთში გაემგზავრნენ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთში გაემგზავრნენ. ისინი ანკარაში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

დისკუსიების თემა ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია იქნება.

შეგახსენებთ, ვაშინგტონი ანკარას მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიაში იერიშები, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი სანქციებით ემუქრება. თუმცა, ერდოღანის თქმით, ოპერაცია მანამ არ შეწყდება, ვიდრე ისინი რეგიონს ტერორისტებისგან არ გაათავისუფლებენ. აღსანიშნავია, რომ ანკარა ქურთების წინააღმდეგ იბრძვის, რომელსაც თურქეთის მთავრობა ტერორისტებად მიიჩნევს. ამერიკელები კი ქურთებთან ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში თანამშრომლობდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს