ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლუქსემბურგში პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიებით, ლუქსემბურგში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო და მისი მიზანი ბენილუქსის ქვეყნებში (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი) საქართველოს ცნობადობის ამაღლებაა.

„კინოფესტივალ „Cineast“ - ის ფარგლებში გამართული ღონისძიება ბელგიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება გამართა. ქართული საღამოს ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი