რეგიონული ჰოსპიტალი კავკასიის მედიცინის ცენტრი გახდა

ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი, რეგიონული ჰოსპიტალი ახალი ბრენდით და სახელით, კავკასიის მედიცინის ცენტრით განაგრძობს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს. ქავთარაძის N23-ში მდებარე ქვეყნის უმსხვილესი კლინიკის რებრენდინგი მის მყარ ისტორიულ გამოცდილებასა და ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების მაღალ პოტენციალს უკავშირდება.

„კავკასიის მედიცინის ცენტრის უახლესი სამედიცინო აპარატურა, ინოვაციური, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიები, დიდი გამოცდილების მძლავრი კლინიკური გუნდი ჰოსპიტალს სამედიცინო ტურიზმის ჰაბად ქმნის რეგიონში. სამედიცინო ცენტრის გახსნიდან ერთი წელია გასული და ის საქართველოში პირველ ადგილზეა მიღებული პაციენტების რაოდენობით. ჰოსპიტალური მიმართულების ამუშავების შემდეგ ასევე გაიზარდა უცხოეთიდან შემოსული პაციენტების რაოდენობა. მიმდინარე წელს ჰოსპიტალი 883 სამედიცინო ტურისტს მოემსახურა.

დღეს კლინიკა მომსახურებას უწევს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - ამიერკავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია რომ, კავკასიის მედიცინის ცენტრი საერთაშორისო ჰოსპიტლების ფედერაციის (IHF) წევრია. კლინიკა მსოფლიოს ცნობილ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობს, რაც რთული სამედიცინო შემთხვევების სწორად და უსაფრთხოდ მართვას უზრუნველყოფს. მკურნალობის პროცესში ქართველ ექიმებთან ერთად ამერიკის, დანიის, ჰოლანდიის, გერმანიის და ისრაელის წამყვანი კლინიკების პროფესორები არიან ჩართულნი.

კავკასიის მედიცინისცენტრი უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის ჯანდაცვას ყველასთვის. ჰოსპიტალში მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე დაემატა სამედიცინო კონსიერჟის სერვისი, რომელიც ქართველ და უცხოელ პაციენტებს სურვილისამებრ მოემსახურება და ჰოსპიტალში ნებისმიერი პროცედურული საკითხის მოგვარებაში დაეხმარება.

კავკასიის მედიცინის ცენტრი ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა