დავით ზალკალიანი - ამერიკელებს აქვთ ინტერესი შავ ზღვაზე

ამერიკელებს აქვთ ინტერესი შავ ზღვაზე და როგორც აქამდე იყო, მომავალშიც იქნება შავი ზღვა და მთლიანად რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის არეალში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ნატო-ს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებები მიანიშნებს იმაზე, რომ „შავი ზღვა და საქართველო არის პრიორიტეტული ამერიკასთან ურთიერთობის კუთხით და მათ შორის, ნატო-ს კონტექსტში“.

„რაც შეეხება თავად ამერიკელების ინტერესს შავ ზღვაზე, დიახ, რა თქმა უნდა, ამერიკელებს აქვთ ინტერესი შავ ზღვაზე და როგორც აქამდე იყო, მომავალშიც იქნება შავი ზღვა და მთლიანად რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის არეალში. მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პერიოდში, ნატო-სთან კონტექსტში და ნატო-ს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებები, დაწყებული 2015 წლიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ შავი ზღვა და საქართველო არის პრიორიტეტული ამერიკასთან ურთიერთობის კუთხით და მათ შორის, ნატო-ს კონტექსტში. ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 2018 წელს იქნა მიღებული ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე, სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას განსაზღვრავს და აქ არის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მოხდა სამიტის გადაწყვეტილებებში, საქართველოსთან მიმართებაში და სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საუბარია ისეთ კონკრეტულ თემებზე, როგორიცაა აბორდაჟის ჯგუფის ვარჯიშებში მონაწილეობა. ასევე, შავი ზღვის კორტებში ჩვენი ნატო-ელი და ამერიკელი პარტნიორების გემების ვიზიტები, ინფორმაციის გაცვლა, შავი ზღვის გარშემო მიმდინარე უსაფრთხობასთან მიმართულებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როგორც აქამდე, ისე მომავალშიც შავი ზღვა იქნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სტრატეგიული ინტერესის სფეროში და ჩვენ, ყველა ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან. ჩვენ სწორედ ფაქტებით გამყარებული უერთიერთობა გვაქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე სხვა ნატო-ელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა