საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენციის გამარჯვებულად შემოსავლების სამსახური დასახელდა

საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენციისა და ტექნოლოგიური გამოფენის გამარჯვებულად, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დასახელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ყველაზე მოწონებული ციფრული გადაწყვეტილება - უბნის საგადასახადო ოფიცერთა აპლიკაცია აღმოჩნდა. უბნის საგადასახადო ოფიცრის მომსახურების სერვისი ორიენტირებულია სამართალდარღვევათა პრევენციაზე, საგადასახადო კულტურის ამაღლებაზე, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო პროცედურების გამარტივებაზე და მონაცემთა ბაზის მუდმივ განახლებაზე. აპლიკაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, გადამხდელს აფრთხილებს მოსალოდნელ შედეგებზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2 სამუშაო დღეს სთავაზობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უბნის საგადასახადო ოფიცერს აქვს შესაძლებლობა, პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით, გადამხდელს აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება დეკლარაციების/გაანგარიშებების შევსებაში, ზედნადების გამოწერასა და საჩივრების გაგზავნაში.

„ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საერთაშორისო IT გამოფენაზე მსოფლიოში ცნობილ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი და ემსჯელათ სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი პროექტების შემდგომ განვითარებაზე. სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენცია და IT გამოფენა დღეს ოფიციალურად დაიხურა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს