გენერალური პროკურორის მოადგილე ე.წ. მუქარის წერილის დედანზე - კარგი იქნება, თუ ხაზარაძე მოიტანს, ჩვენ მივიღებთ

გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანს თუ მიიტანს, „კარგი იქნება“ და მას პროკურატურა მიიღებს. ამით გენერალური პროკურორის მოადგილემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იცნობს თუ არა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ის აღნიშნული წერილის დედანის მიტანას გენერალურ პროკურატურაში აპირებს.

„როდის თქვა ასე?! კარგი იქნება, თუ მოიტანს, ჩვენ მივიღებთ“, - აღნიშნა გიორგი გოგაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეს ზედამხედველობას თვითონ არ უწევს, შესაბამისად, რთულია, უპასუხოს კითხვას, „არის თუ არა წერილის დედანი ფარატინა ფურცელი“.

„ის ფურცელი მე არ მინახავს. არ ვკურირებ მე ამ მიმართულებას. შესაბამისად რთულია, მე ამაზე პასუხი გაგცეთ", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ამ წერილთან მიმართებით ხელახალი გამოძიება დაიწყოს, გიორგი გოგაძე პასუხობს, რომ წინასწარ ვერაფერს გამორიცხავს.

„თუ საკმარისი, აუცილებელი ინფორმაცია იქნება გამოძიების დაწყებისთვის, ჩვენ კანონით ვალდებული ვართ, რომ ყველა თემაზე გამოძიება დავიწყოთ", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ მუქარის“ წერილზე ლონდონიდან დასკვნა ჩამოვიდა. მისივე თქმით, წერილზე აღმოჩენილია 120 ანაბეჭდი, რომელიც საჭიროა პროკურატურამ ბაზაში შეამოწმოს და შესაბამისი პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა