გიგა ბოკერია - შალვა თადუმაძეს პოლიტიკური ღირსება რომ ჰქონდეს, ამდენი სკანდალის შემდეგ, თავის კანდიდატურას გაიწვევდა

შალვა თადუმაძეს პოლიტიკური ღირსება რომ ჰქონდეს, ამდენი სკანდალის შემდეგ, თავის კანდიდატურას გაიწვევდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხს გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, დიპლომის სკანდალის შემდეგ მისი დამტკიცება უმრავლესობას ძვირი დაუჯდება.

„ამ ეტაპზე გამოძიებაზე უფრო მთავარი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული. თვითონაც რომ ჰქონდეს პოლიტიკური ღირსება, თავის კანდიდატურას გაიწვევდა, ამდენი სკანდალის შემდეგ. ამ ყველაფრის შემდეგ, უმრავლესობას ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება მისი დამტკიცება მოსამართლედ, თუ ისინი ასეთ პოლიტიკურ უტიფრობას მაინც ჩაიდენენ. რა თქმა უნდა, გამოძიების სრული საფუძველიც არსებობს, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადარჩენა ამ ტიპის ფიგურისგან, როგორც შემდგომ ცხოვრების განმავლობაში მოსამართლისგან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიას თქმით, შალვა თადუმაძის სურვილი, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, „უტიფრობის მწვერვალია”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა