სუს-ის  განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართული სადაზვერვო ჯგუფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართული სადაზვერვო ჯგუფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განუცხადებს „ინტეპრესნიუსს“ სუს-ში.

ცნობისთვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართული სადაზვერვო ჯგუფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.

„დღეს, დილის 04:00 საათზე, КГБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქართველ ძალოვანთა სადაზვერვო 4-5 კაციანი ჯგუფის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობის ფაქტი დააფიქსირეს. აღნიშნული ჯგუფი დასახლებულ პუნქტ ჩორჩანას მაღლობიდან გამოემართა და აპირებდა ფარულად მიახლოებოდა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს დასახლებულ პუნქტ წნელისთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

КГБ-ს მტკიცებით, ქართული ჯგუფი სასიგნალო ბარიერთან მოხვდნენ, რომელმაც მათი ადგილმდებარეობა დააფიქსირა და „აიძულა საქართველოს მიმართულებით დაბრუნებულიყო“.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დღესვე ქართული მხრიდან დაფიქსირდა სოფელ წნელისთან „სახელმწიფო საზღვრის“ მონაკვეთის დაზვერვის მცდელობა კვადროკოპტერის მეშვეობით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი