რუსეთში, კრასნოიარსკის რეგიონში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 14 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტოს რუსეთის საგანგენო სიტუაციათა სამინისტროდან აცნობეს, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, მდინარე სეიბაზე მომხდარი უბედური შემთხევის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 14 ადამიანი.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება.